Робота для біженців з України
ბიბლიოთეკარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიბლიოთეკარი
მომწოდებელი: თბილისის არქიმედეს სკოლა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზ. N43; შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა".

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლის ბიბლიოთეკის საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** საბიბლიოთეკო ფონდის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და განახლება;
** წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის მართვა;
** ბიბლიოთეკის რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
** მოსწავლეებში კითხვის კულტურისა და წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
** ბიბლიოთეკაში არსებული რესურსების სათანადო დაცვა და მოვლა;
** საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ბიბლიოთეკაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოსწავლეებთან ეფექტიანი ურთიერთობის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები:

** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** ყურადღებიანობა და კეთილგანწყობა;
** ინიციატივიანობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: archimedeskolamail@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე