Робота для біженців з України
გერმანული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: თბილისის არქიმედეს სკოლა
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა" აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზ. N43; შპს "თბილისის არქიმედეს სკოლა".

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გერმანული ენის სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
** საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
** მოსწავლეებში გერმანული ენის პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
** სწავლების თანამედროვე და ინტერაქციული მეთოდების გამოყენება;
** მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;
** სასწავლო რესურსებისა და დამატებითი მასალების მომზადება;
** მშობლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გერმანული ენისა და ლიტერატურის ან შესაბამისი მიმართულებით;
** გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია C1 ან მეტი);
** მასწავლებლის კვალიფიკაცია ან კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** სასურველია პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე სასწავლო მეთოდების ცოდნა;
** მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა;
** პროფესიული განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: archimedeskolamail@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე