|
დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბლექსი ინვესტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
|
"ბლექსი ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც განავითარებს თანამშრომლობას უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან და გაუძღვება პარტნიორული გაყიდვების პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების სააგენტოებთან და აგენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** ახალი პარტნიორების მოძიება და პარტნიორთა ქსელის გაფართოება;
** აგენტებისთვის კომპანიის პროექტებისა და შეთავაზებების პროფესიონალურად წარდგენა;
** პარტნიორების კონსულტაცია და ობიექტების პრეზენტაცია;
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
** პარტნიორებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა;
** CRM სისტემაში ინფორმაციისა და გაყიდვების ეტაპების აღრიცხვა;
** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორთა ბაზასთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს;
** გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას;
** ხარისხიან შემომავალ ლიდებს;
** თანამედროვე CRM სისტემას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნონ მისამართზე: contact@blackseainvest.ge
|
|
|
|