Робота для біженців з України
ბილინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის მენეჯერი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათი; შაბათს, 09:30-15:00 საათი (დისტანციურად).

ძირითადი ფუნქციები:

** კლინიკის სამედიცინო პროგრამაში (EMR) ბილინგის პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი; სერვისების, ფასებისა და პაკეტების მონაცემების განახლება.
** გაწეული მომსახურების სრული და სწორი აღრიცხვის კონტროლი, ინვოისების გენერირება და გაცემა.
** გადახდების, ავანსებისა და ეტაპობრივი გადახდების აღრიცხვა, ჩარიცხვების ბუღალტერიასთან ერთად შედარება.
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და დებიტორებთან კომუნიკაცია.
** კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესწავლა და შესრულების კონტროლი.
** სერვისებისა და სამედიცინო პროტოკოლების თვითღირებულების დათვლა.
** მკურნალობის პაკეტების შექმნა და განახლება, რეკალკულაცია და ინდივიდუალური საფასო შეთავაზებების მომზადება.
** დონაციისა და სუროგაციის პროგრამების კალკულაცია, აღრიცხვა და ინვოისირება.
** შემოსავლების ყოველთვიური ანგარიშგების, ანალიზისა და სტატისტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** ბილინგის პროცესში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბილინგის ან ფინანსების მიმართულებით.
** ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** AccuracyMed-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ბილინგის ან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემებში მუშაობის გამოცდილება.
** თვითღირებულების აღრიცხვისა და ფასწარმოქმნის მეთოდების ცოდნა.
** ფინანსური მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების უნარი.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინება.

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წელი.

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბილინგის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე