|
დასახელება:
სანიტარი
|
| მომწოდებელი:
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
|
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სანიტრის რამდენიმე პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი — ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40
სამუშაო გრაფიკი:
** დღის გრაფიკი — 8-საათიანი სამუშაო დღე
** მორიგეობის გრაფიკი — 24-საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები:
** გამოყოფილი სამუშაო ზონის, მათ შორის პალატებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების, დასუფთავება და სისუფთავის შენარჩუნება
** ზედაპირებისა და სანიტარული კვანძების დეზინფექცია კლინიკაში დადგენილი წესით
** ნარჩენების შეგროვება და შესაბამის სათავსოში გადატანა კლინიკის შიდა წესების დაცვით
** დასუფთავების ინვენტარისა და სადეზინფექციო საშუალებების სათანადოდ გამოყენება, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა და დაკისრებული სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულება
** სისუფთავისა და ჰიგიენის წესების დაცვის უნარი
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე kh.tkemaladze@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ "სანიტარი — ქუთაისი", ხოლო წერილში დაწერეთ, რომელი გრაფიკი გაწყობთ — დღის, მორიგეობის თუ ორივე.
|
|
|
|