Робота для біженців з України
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ტომპსონი & ფრენჩი
გამოქვეყნდა: 09 ნოემბერი / ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
"ტომპსონი & ფრენჩი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი (პრარაბი).

დასაქმების ტიპი: ვადიანი ხელშეკრულება
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი;
** სამშენებლო მასალების მიღება/გათვლა და აღრიცხვის კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ფორმა 2;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ხარჯების ანალიზი;
** პერსონალის გრაფიკის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მუშა პერსონალის მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
** მარაგების და რესურსების ოპტიმიზაცია;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას, დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა, დამატებითი დავალებების შესრულება.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან შესაბამისი მიმართულებით;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
** სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
** ხარჯთაღრიცხვების შედგენისა და კორექტირების ცოდნა;
** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობის ცოდნა;
** სამუშაოების მოცულობების, მასალებისა და საჭირო რესურსების სწორად გაანგარიშების უნარი;
** სამშენებლო ტექნიკისა და სამუშაო ძალის ეფექტიანი მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ობიექტებზე მუდმივად ყოფნისა და სამუშაო პროცესში უშუალო ჩართულობის შესაძლებლობა;
** AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Excel-ისა და სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** შესრულებული სამუშაოების აქტების, ფარული სამუშაოების აქტებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პასუხისმგებლობიან და პროფესიულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო PDF ფორმატში მისამართზე: tf.vacancies@yahoo.com

წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი - სახელი, გვარი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე