Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 07 დეკემბერი
იტალიური რესტორანი "მილანური ბისტროს" პეკინის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 8;
** სამუშაო განრიგი: 5/2; (8 სთ) - ანაზღაურება: 1300 ₾ ნეტ;
** სამუშაო განრიგი: 4/3; (8 სთ) - ანაზღაურება: 1000 ₾ ნეტ.

სასურველი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა/გამოცდილება;
** სასურველია FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

მიმტანის ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის თავაზიანად და კეთილგანწყობით მიღება;
** მომსახურება და შეკვეთების აღება;
** შეკვეთის სწორად გადაცემა;
** კერძებისა და სასმელების დროული მიტანა მაგიდასთან;
** კერძის სისწორის და სისუფთავის შემოწმება მიტანამდე;
** მენიუს სრულად ცოდნა (ალერგენების გათვალისწინებით);
** ანგარიშსწორება (გადახდა/ჩეკების სწორად დამუშავება);
** მაგიდების მომზადება/სერვირება;
** კოორდინაცია სუპერვაიზერთან;
** დარბაზის ინვენტარის გადანაწილება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიღებული უკმაყოფილების მართვა თავაზიანად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარება;
** სტაბილური სამსახური;
** მშვიდი და მეგობრული გარემო.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: bistroground84@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიცია და მისამართი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე