Робота для біженців з України
მეტყველების თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეტყველების თერაპევტი
მომწოდებელი: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რე/აბილიტაციის ცენტრი პროსპერო
გამოქვეყნდა: 07 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო;
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და დატვირთვის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან/და კომუნიკაცია, ენა, მეტყველების თერაპიაში სერტიფიკატის მქონე პირი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების თერაპევტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (სასურველია).

ძირითადი მოვალეობა:

** ბავშვის/მოზარდის მეტყველების განვითარების შეფასება;
** საჭიროებისამებრ დამატებითი კვლევების დანიშვნა და მულტიგუნდთან ერთად შემთხვევის განხილვა;
** ბავშვთან მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება;
** ბავშვის საკომუნიკაციო და ენობრივ-სამეტყველო უნარებზე მუშაობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: jobsprospero@gmail.com 2026 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მეტყველების თერაპევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე