ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: Champ`s Cafe
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"Champ`s Cafe" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" კაფეტერიაში სამუშაოდ.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ხარისხიან და სწრაფ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება და შეკვეთების გაფორმება;
** სალარო აპარატთან მუშაობა და ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სალაროს ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გუნდის წევრებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარები;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
** შაბათი და კვირა — დასვენება;
** სამუშაო საათები: 09:30-17:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (NET).

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: champscafe150@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "მოლარე"

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე