Робота для біженців з України
კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე გაცემის ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1 (ერთწლიანი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** პრიორიტეტულია ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გაცემის ხაზზე განთავსება;
** გაცემის ხაზზე კერძების რაოდენობის და ხარისხის კონტროლი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული შეკვეთის ერთჯერად კონტეინერებში ჩალაგება/გამზადება;
** ყოველდღიურად, მზა საკვების მიღება უფროსი მზარეულისგან და ხელმოწერით დადასტურება, მიღება-ჩაბარების აქტის წარმოება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირადი ჰიგიენის დაცვით, უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული მითითებების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კოლეგებთან და სამზარეულოს პერსონალთან შეთანხმებულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი: პიკის საათებში სწრაფად, ორგანიზებულად და ენერგიულად მოქმედების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში
ანაზღაურება: დღიური 70.00 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე