Робота для біженців з України
DevOps/MLOps წამყვანი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: DevOps/MLOps წამყვანი ინჟინერი
მომწოდებელი: EPAM
გამოქვეყნდა: 06 ნოემბერი / ბოლო ვადა: 06 დეკემბერი
"EPAM" ეძებს DevOps/MLOps წამყვან ინჟინერს ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის.

შეაფასებ კლიენტის ინფრასტრუქტურას და მოამზადებ მას კორპორაციული მონაცემთა პლატფორმის (EDP) დანერგვისთვის, რათა პლატფორმა შეუფერხებლად და ეფექტიანად ამუშავდეს.

რას გააკეთებ:

** შეაფასებ, რამდენად მზადაა კლიენტის ინფრასტრუქტურა EDP-ის დასანერგად
** გამოავლენ ხარვეზებს და შესთავაზებ მათი გამოსწორების გზებს
** მონაცემთა ინჟინერიისა და DevOps გუნდებთან ერთად შეათანხმებ დანერგვის სტრატეგიას
** შექმნი და განავითარებ დანერგვის ავტომატიზაციის სკრიპტებსა და ინსტრუმენტებს
** ითანამშრომლებ გარე მომწოდებლებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად
** გაუშვებ პლატფორმასა და აპლიკაციებს Kubernetes-ზე

ვის ვეძებთ:

** 5+ წლიანი გამოცდილება DevOps-ში მონაცემთა ინჟინერიის გარემოში
** მონაცემთა პლატფორმების დასანერგად ინფრასტრუქტურის შეფასების გამოცდილება
** EDP-ის კომპონენტებისა და მათი დანერგვის მოთხოვნების ცოდნა
** Docker-ის, Kubernetes-ისა და Linux-ის კარგი ცოდნა
** CI/CD-ის, Argo-სა და Python-ის ცოდნა
** მანქანური სწავლებისა და აგენტური AI აპლიკაციების რეალურ გარემოში გაშვების მოთხოვნების გაგება
** ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
** უპირატესობა: MLflow-ის, Airflow-ს, მოდელების ავტომატური გადამზადებისა და მონაცემთა ხარისხის მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა.

განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-lead-devops
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე