|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
Leverage Lab
|
|
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
"Leverage Lab" არის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების მქონე, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ფინანსები, ბიზნესის ანალიზი და რეალურ ბიზნესპროექტებზე მუშაობა.
ლოკაცია: თბილისი, ვაკე
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (ძირითადად ოფისიდან, პერიოდულად დისტანციურად)
ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი და ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** ფინანსური მოდელების, პროგნოზებისა და ბიუჯეტების მომზადება;
** Excel-ში მონაცემების დამუშავება, სტრუქტურირება და ანალიტიკური მოდელების შექმნა;
** AI ინსტრუმენტების გამოყენება ანალიტიკური პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია:
** Microsoft Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1);
** AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და განვითარების სურვილი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორის საკრედიტო მიმართულებით ან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
** ფინანსური მოდელირებისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის გამოცდილება.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა, ძლიერი ანალიტიკური უნარები და პროფესიული განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ?
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
** ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას;
** მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
შერჩევის პროცესი
შერჩევის პროცესი მოიცავს გასაუბრებას, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს დაევალებათ პრაქტიკული ფინანსური ანალიზის ქეისის შესრულება Microsoft Excel-ში.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@leveragelab.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Financial Analyst - სახელი გვარი
|
|
|
|