ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: სკოლა-ლიცეუმი პრომეთე
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სკოლა-ლიცეუმი "პრომეთე" აცხადებს დამლაგებლის ვაკანსიას.

სამუშაო საათები: 08:00-16:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (სრული დატვირთვა); შაბათი - მორიგეობით
მისამართი: ქ. თბილისი, მუხიანის მე-4 ბ მიკრო

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება
** სკოლაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** ბავშვების სიყვარული

სკოლის დიასახლისი ვალდებულია:

** უზრუნველყოს სკოლა-ლიცეუმის გაწერილ ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დამყარება;
** დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
** დაასუფთაოს ტერიტორია გაწერილი ინსტრუქციების მიხედვით.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ ჩამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით: hr@promete.ge-ზე ან დაგვიკავშირდით სკოლის ნომერზე 2 49 74 47 შიდა ნომრით 100, 108 ან 503.

მიღებული ინფორმაცია გადამუშავდება და გასაუბრებისთვის შერჩევის შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე