Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: დეკა ჯი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქუთაისი
დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ტექნიკური პერსონალი

ძირითადი მოვალეობები:

** სამონტაჟო ეტაპზე (ქარხნის მოწყობისას): ძალოვანი, სუსტი დენებისა და განათების საკაბელო ხაზების გაყვანა (ტრანშეებში, "ლოტოკებში", ყუთებში, მილებში);
** გამანაწილებელი ფარების, მართვის კარადების, გამშვებ-მარეგულირებელი აპარატურის, ელექტროძრავებისა და ტრანსფორმატორების დამონტაჟება da აწყობა;
** ელექტრომოწყობილობების ქსელთან მიერთება, მეორადი კომუტაციის სქემების აწყობა ფარებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებში;
** საექსპლუატაციო ეტაპზე: ელექტრომოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა და ცვეთადი ელემენტების შეცვლა;
** ტექნიკური გაუმართაობების დროული დიაგნოსტიკა და ოპერატიული აღმოფხვრა წარმოების შეფერხების თავიდან ასაცილებლად;
** შრომის უსაფრთხოებისა და ელექტროუსაფრთხოების სტანდარტებისა და ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ელექტრული სქემებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის კითხვისა და გაგების უნარი;
** საკაბელო ტრასების მონტაჟის გამოცდილება;
** სამფაზიან ასინქრონულ ძრავებთან მუშაობის გამოცდილება;
** ხელისა და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (შურუპავერტი, ბალგარკა, გაიკავერტი);
** საზომი ინსტრუმენტების პროფესიონალური ფლობა (მულტიმეტრი, დენის საზომი მარწუხები);
** დარჩილვისა და წვეროების (ნაკონეჩნიკების) დაწნეხვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)

** პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტროინჟინერიის/ელექტროტექნიკის მიმართულებით;
** საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და ავტომატიზაციის (КИПиА) და თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიების ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
** ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
** უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: sgelashvili.gsolar@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე