Робота для біженців з України
მათემატიკის ინგლისურენოვანი პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის ინგლისურენოვანი პედაგოგი
მომწოდებელი: აიბი მთიები
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
სკოლა "აიბი მთიები" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის ინგლისურენოვანი პედაგოგის პოზიციაზე აიბი მთიების საერთაშორისო სკოლაში.

ჩვენ შესახებ:

აიბი მთიები არის ინოვაციური და განვითარებისკენ მიმართული კერძო სკოლა, სადაც ინგლისურენოვანი სწავლება მიმდინარეობს Pearson Edexcel-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამით, თანამედროვე მიდგომებით და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მათემატიკის სწავლება ინგლისურ ენაზე Pearson Edexcel პროგრამის მიხედვით
** გაკვეთილების დაგეგმვა პროგრამული მოთხოვნების შესაბამისად
** მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლის პროგრესის მუდმივი მონიტორინგი
** სხვადასხვა რესურსების გამოყენება სწავლების პროცესის გასამრავალფეროვნებლად
** თანამშრომლობა კათედრასთან და მონაწილეობა პროფესიულ განვითარებაში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მათემატიკის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სასურველია სერტიფიკატი ან საერთაშორისო გამოცდილება)
** Pearson Edexcel ან სხვა ბრიტანული პროგრამით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი
** ინტერესი ინოვაციური სწავლების მეთოდებისადმი

რას გთავაზობთ:

** დინამიკური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობები
** საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია
** კონკურენტული ანაზღაურება

განაცხადის წარსადგენად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

** CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyibmthiebi@gmail.com

subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -" მათემატიკის ინგლისურენოვანი პედაგოგი " TEL.N. 557 30 20 20
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე