ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
პროდუქციის ამგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის ამგროვებელი
მომწოდებელი: ქერვან ამბალაჟი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
კომპანია "ქერვან ამბალაჟი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის ამგროვებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით, საქონლის ზუსტი სახეობების და რაოდენობების შესაბამისად, პროდუქციის შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შესაბამის ადგილას ან ხელმძღვანელის მიერ მითითებულ ადგილას განთავსება;
** აგროვებული საქონლის პოლიეთილენის პარკით შეფუთვა და მისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსება სტანდარტის/ინსტრუქციის გათვალისწინებით, დაზიანების/დანაკარგის გარეშე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ფოთის ქუჩა 28

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ გუნდს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: fatih.ozturk@kervan.ge
ტელეფონი: +995 577 698 678
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე