Робота для біженців з України
სადილერო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადილერო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მაქსთერმი
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას სადილერო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149

ძირითადი მოვალეობები:

** სადილერო ქსელის მართვა და განვითარება;
** ახალი პარტნიორების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულების გაფორმება;
** დილერებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის წარდგენა, სიახლეებისა და აქციების შესახებ ოპერატიული ინფორმირება;
** დილერებთან ანგარიშსწორებისა და გადახდის ვადების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების ან სადილერო ქსელის მართვის მიმართულებით.

კომპანია გთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას;
დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off);
სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (1 მოკლე დღე)
ხელფასი + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge და ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სადილერო გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე