Робота для біженців з України
კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: შპს ლუკა
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
შპს "ლუკა" KNAUF-ის პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და ახდენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო რეალიზაციას.

შპს "ლუკა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** მდებარეობა: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ.#112
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათები: 10 სთ-დან 18 სთ-მდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი); დასვენება-კვირა;
** შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უქმე დღეს დასვენება;
** ანაზღაურება: 1300 ლარი +ბონუსი (ხელფასი განიხილება გამოცდილების მიხედვითაც);

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** პროდუქციის შესწავლა მისი მახასიათებელი თვისებებით;
** ხარისხის, დეფექტის, ვარგისიანობის, ფასმაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლის მომსახურება შესაბამისი სტანდარტებით. მაქსიმალური სერვისის გაწევა ამომწურავი და დეტალური პასუხებით;
** მომწოდებელი ფირმებისგან ფასმაჩვენებლის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ პროდუქციაზე აქამდე არსებული ფასის ცვლილება;
** საქონლის სტენდზე განთავსება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

სასურველი უნარ-ჩვევები

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
** ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ltd.luka@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე