Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: საპროექტო კომპანია ქორ
გამოქვეყნდა: 05 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
არქიტექტურული და საპროექტო კომპანია "CORE" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ოფისის მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული პროცესებისა და საჯარო უწყებებთან (მერია, არქიტექტურის სამსახური) დოკუმენტბრუნვის მართვა;
** სოციალური ქსელების კამპანიებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა (მათ შორის, AI ხელსაწყოებით);
** კომპანიის საპროექტო სერვისების შესწავლა, შემოსულ დამკვეთებთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება/გაყიდვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება მარკეტინგის ან იურიდიულ მიმართულებას);
** მსგავს სფეროში (ადმინისტრაცია, მარკეტინგი, გაყიდვები) მუშაობის გამოცდილება;
** სოციალურ მედიასთან, AI პლატფორმებთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** საჯარო უწყებებთან (მაგ. tas.ge) ურთიერთობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სიახლეების სწრაფად ათვისებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე დავალებაზე პარალელურად მუშაობისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/10:00-19:00 სთ.

სტუდენტების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ლექციების საათები.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV: coreinvest.org.ge@gmail.com

შემოუერთდით "CORE"-ის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე