Робота для біженців з України
კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: BM Capital
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"BM Capital" - სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ავტომობილების გაქირავებისა და ტაქსების ტექნოლოგიურ ბაზარზე. ჩვენი პროექტებია Taxio.ge და PayPro.ge Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა, რომელსაც უკვე ათასობით მძღოლი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 1600 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მძღოლების შემომავალი პრობლემების გადაჭრა;
** მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
** მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** უცხო ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.
** საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება გაყიდვების ან მხარდაჭერის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: marstaxifleet@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე