ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: cpap.ge
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
კომპანია "cpap.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ სიპაპ აპარატებისა და მათი აქსესუარების სპეციალიზებული ინტერნეტ-მაღაზია, რომელიც შეიქმნა ერთი მიზნით — მომხმარებლებისთვის სანდო, ხარისხიანი და კომფორტული სუნთქვის თერაპიის უზრუნველსაყოფად.

ძილის აპნოე ბევრისთვის სერიოზული გამოწვევაა, ხოლო სწორი სიპაპ თერაპია — მისი ეფექტური მართვის მთავარი საშუალება. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა, სადაც ყველა მომხმარებელი იპოვის საჭირო პროდუქტს, პროფესიონალურ რჩევას და ხარისხიან მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკებში სიარული;
** ექიმებთან ურთიერთობა და პროდუქციის შეთავაზება;
** ექიმებისთვის კონსულტაციის გაწევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის პასუხისმგებლობით მართვის უნარი;
** სასურველია, ჰყავდეს მანქანა ან მოპედი.

დამატებითი ბენეფიტები: ბენზინი და ავტოტექნიკის დამატებითი მომსახურება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო საათები: 11:00-18:00; შაბათს — 12:00-15:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლ + ბონუსი
** მისამართი: ბათუმი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: n.melkadze@cpap.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე