ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ქვის სამსხვრევი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვის სამსხვრევი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას ქვის სამსხვრევი დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ქვის სამსხვრევი დანადგარის (სამსხვრევი, კონვეიერები და დამხმარე მექანიზმები) მართვა და მუშაობის პროცესის კონტროლი;
** დანადგარის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარში ქვის ნედლეულის მიწოდებისა და დამუშავების პროცესის კონტროლი;
** დანადგარის ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმება, გაუმართაობისა და დაზიანების დროული გამოვლენა;
** დანადგარის გეგმური და მიმდინარე ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების შესრულება;
** დანადგარის მექანიკური ნაწილების, მოძრავი მექანიზმების, კონვეიერებისა და სხვა კომპონენტების შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ნაწილების შეცვლა;
** დანადგარის მუშაობისას წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** დანადგარის გაწმენდის, შეზეთვისა და ტექნიკური მოვლის სამუშაოების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მასალების გამოყენების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** დანადგარის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების, დაზიანებებისა და სხვა ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის წესების დაცვა;
** დანადგარის ექსპლუატაციისა და შეკეთების დროს შესაბამისი ტექნიკური ინსტრუქციებისა და დადგენილი პროცედურების დაცვა;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება დაკავებულ თანამდებობასა და სამუშაოს სპეციფიკას.

ელ-ფოსტა: tsekuri@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე