|
დასახელება:
წარმოების ხაზის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
IC Panel
|
|
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
|
IC Panel არის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება და აფართოებს გუნდს. თუ ხართ შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში კარიერული განვითარება, შემოგვიერთდით.
IC Panel აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების ხაზის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალუბანი
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოების ხაზის მართვა
** ხაზის ფორმატების გადაწყობა
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა
** ხაზის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა
** დანადგარების გეგმიურ სერვისებში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (წარმოებაში) მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ტექნიკური დანადგარების მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
გთავაზობთ:
** სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** უსაფრთხო და თანამედროვე სამუშაო გარემოს
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass
** საწვავის/ბენზინის ხარჯის ანაზღაურება
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნოთ მეილზე: info@ic.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|