ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვიტა ინვიტრო კლინიკა
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
"ვიტა ინვიტრო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, მარიჯანის ქ. №2ბ
** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ მორიგეობა (24-საათიანი ცვლა)
** ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ტერიტორიის, ქონების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** პაციენტებისა და ვიზიტორების წესრიგის მეთვალყურეობა;
** ვიდეომეთვალყურეობის სისტემების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება;
** შიდა განაწესისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: manager@vitainvitroclinic.com

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ: "დაცვის თანამშრომელი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე