ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ვიდეო/კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო/კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: დეველოპერი კომპანია ატლასი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 04 დეკემბერი
დეველოპერი სამშენებლო კომპანია "ატლასი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო/კონტენტ კრეატორს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ობიექტებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნას.

მნიშვნელოვანი: აღნიშნული პოზიცია არ მოიცავს Facebook გვერდების მართვას, სოციალური მედიის ადმინისტრირებას ან ფასიანი რეკლამების დაგეგმვასა და მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეოკონტენტის იდეებისა და თემების დაგეგმვა;
** ვიდეოს სცენარისა და გადაღების კონცეფციის მომზადება;
** სხვადასხვა ობიექტზე ვიზიტი და ადგილზე ვიდეოს გადაღება;
** გადაღებული მასალის მონტაჟი და საბოლოო ვიდეოს მომზადება;
** საინტერესო და ხარისხიანი ვიდეოკონტენტის შექმნა სოციალური მედიისთვის.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** შემოქმედებითი აზროვნება და საინტერესო იდეების გენერირების უნარი;
** ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;
** სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@atlas.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე