ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 04 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 9:30-17:30სთ, შაბათი 09:30-15:00 სთ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტული განათლება;
** ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
** აფთიაქში არსებული მედიკამენტების აღრიცხვა;
** მედიკამენტების მიღებისა და გაცემის პროცესის კონტროლი;
** მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
** მედიკამენტების ნაშთების პერიოდული შემოწმება;
** მედიკამენტების მარაგების მონიტორინგი და საჭიროების განსაზღვრა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 2026 წელი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე