ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დაწყებითი კლასების ტუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითი კლასების ტუტორი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა - ტყის კამპუსი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"მწვანე სკოლის" ტყის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა დაწყებითი კლასების (1-6) ტუტორის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

** საგაკვეთილო პროცესის ასისტირება;
** კლასის მართვა და თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა;
** მასწავლებლის მხარდაჭერა საგაკვეთილო პროცესში;
** მოსწავლეების სამეცადინო საათის დაორგანიზება;
** ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია;

სამუშაო განაკვეთი - სრული (9:00-18:00)

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenschool.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე