ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30;
ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი, კომპანიის ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპანიის სხვადასხვა სამსახურისა და დეპარტამენტის შესყიდვის მოთხოვნების მიღების, ანალიზისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
** შესყიდვის პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სრული ციკლის მართვა;
** მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
** ბაზრის კვლევა: შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, ფასებისა და მომწოდებლების ანალიზი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მათთან ფასისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
** ტენდერების ჩატარება;
** კომპანიის ავტოპარკის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** გამოუსადეგარი ინვენტარის რეალიზაცია და აუქციონების ჩატარება;
** ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი კვლევა, განახლება და განვითარება, მომწოდებლების წინასწარი და შემდგომი შეფასების განხორციელება და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების კონტროლი;
** დანახარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და სამუშაო პროგრამაში ასახვა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელისთვის;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Mc Excel, Mc Word, Mc PowerPoint, Outlook) ცოდნა;
** სასურველია მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "შესყიდვების მენეჯერი".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე