ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სტაჟიორი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
ვაკანსია - სტაჟიორი ბუღალტერი

გსურთ ბუღალტრული საქმის პრაქტიკაში შესწავლა და პროფესიული გამოცდილების მიღება? გთავაზობთ სტაჟირებას სამუშაო ადგილზე სწავლებით.

სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით:

** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკულ პროცესებს;
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
** საბუღალტრო პროგრამებში "ფინასა" და "ბალანსში" მუშაობას.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-17:00;
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 1-დან 3 თვემდე;
** სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა;
** სწავლება მიმდინარეობს სამუშაო ადგილზე.

ვის ვეძებთ:

მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს ბუღალტრული საქმის შესწავლა და ამ მიმართულებით განვითარება.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატს ექნება კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის 27
საკონტაქტო ნომერი: 599 80 02 72

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: Administration@toria.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე