Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Hyster-Yale Georgia
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"Hyster Georgia" ეძებს აქტიურ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს!

ჩვენ ვართ Hyster-Yale Group-ის ოფიციალური დილერი საქართველოში და ვთავაზობთ ბიზნესებს Hyster-ისა და Yale-ის ბრენდების სასაწყობე და სატვირთო ტექნიკას.

https://www.hyster.com
https://www.yale.com

შენი ძირითადი ამოცანები იქნება:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
** არსებული მომხმარებლების განვითარება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დასრულება;
** გაყიდვების მიზნების შესრულება და ბაზრის განვითარება.

რას გთავაზობთ?

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დამოკიდებულ ბონუსებს;
** საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

თუ გაქვს B2B გაყიდვების გამოცდილება, ძლიერი კომუნიკაციის უნარი და გსურს პროფესიული განვითარება, მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდები!

CV გამოგზავნე: zaza@gdggroup.ge

ანაზღაურება: 5000 ლარი საშუალოდ (ფიქსირებული + ბონუსი).

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: zaza@gdggroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება — "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე