ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ავტომობილების მოკლევადიანი გაქირავების დეპარტამენტ.მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილების მოკლევადიანი გაქირავების დეპარტამენტ.მენეჯერი
მომწოდებელი: Sixt
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
"Sixt" არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: www.sixt.com

"Sixt" ეძებს მოტივირებულ, მიზანზე-ორიენტირებულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს ავტომობილების მოკლევადიანი გაქირავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** უმაღლესი განათლება
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ტურისტულ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** პრიორიტეტების განსაზღვრის, დროის მართვის და ორგანიზაციული უნარები
** სწორი ლოჯისტიკის და დაგეგმარების უნარები
** საოფისე პროგრამების (Microsoft Office (Word, Excel, Power Point), Microsoft Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან ურთიერთობა (before/after sale)
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის გაცნობა და შეთავაზება
** ხელშეკრულებების გადამოწმება და პროგრამულად ინფორმაციის შეყვანა
** საპატრულო და პარკირების ჯარიმების შემოწმება
** ყოველდღიური დაგეგმარება
** ყოველთვიური რეპორტი
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ მისამართზე : david.janberidze@sixt.com.ge და subject-ში მიუთითეთ "ვაკანსია - კლიენტთა მომსახურეობის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე