ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: რონიკო
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 31-წლიანი ისტორიით.
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი.

პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას!
გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
** ახალი პროფესიის - ოპტიკოსი - შესწავლას;
** პროფესიულ ტრეინინგს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
** ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდი;

** კონსულტანტის პოზიცია - დარიცხული 1400 ₾ + ბონუსი; (მინიმალური ანაზღაურება 1500₾)
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.).

რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი;
** მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გაწონასწორებულობა, რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა;
** უცხო ენების ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე, გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილისი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე