ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: FINA
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
კომპანია FINA დაფუძნებულია საქართველოში 2011 წელს. არსებობის განმავლობაში FINA-ს გუნდი ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამჟამად FINA 10-ზე მეტი პროდუქტითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ საქართველოს, ასევე უცხოურ ბაზარზე და მუდმივად აგრძელებს მომხმარებლისთვის თანამედროვე, მარტივი და ეფექტური სისტემების შექმნას.

კომპანია Fina -ში ვეძებთ ფინანსური პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტს.

მნიშვნელოვანია: ეს არ არის სტანდარტული ქოლ-ცენტრის პოზიცია — თქვენ არ გექნებათ შემომავალი ზარების ნაკადი. პოზიცია გულისხმობს დარეგისტრირებულ დავალებებზე მუშაობას, მომხმარებლის საჭიროების გაანალიზებასა და მხოლოდ გამავალი კომუნიკაციით მათთვის კვალიფიციური დახმარების გაწევას.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი თასქების/დავალებების შესრულება.
** მომხმარებლებთან გამავალი კომუნიკაცია (Call/Remote Support) — საკითხის დეტალური განხილვა და პროგრამული დახმარება;
** მომხმარებლებისთვის FINA-ს ფუნქციონალის განმარტება და კონსულტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ან სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** FINA-სთან ან მსგავს საბუღალტრო ERP სისტემებთან მუშაობის მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რიცხვებთან, ცხრილებთან და მონაცემებთან ეფექტურად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას FinTech სფეროში;
** პროფესიულ განვითარებას FinTech სფეროში — შესაძლებლობას, გაიღრმაოთ ცოდნა ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ფინანსურ ტექნოლოგიებში;
** მხარდამჭერ და გუნდურ სამუშაო გარემოს.

დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ მეილზე: hr@fina.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე