ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
დიასახლისი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: დეკა
გამოქვეყნდა: 02 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სასტუმრო "დეკა" (Hotel Deka Gudauri) აცხადებს სეზონურ ვაკანსიას: დიასახლისი

სასტუმრო "დეკა" 2013 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს გუდაურში. ზამთრის სეზონისთვის ვეძებთ დიასახლისს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო პერიოდი: 15 დეკემბერი 2026 - 31 მარტი 2027;
** სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სეზონური.

ფუნქციები:

** ნომრების ყოველდღიური დალაგება და მომზადება სტუმრებისთვის;
** თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა;
** ბინძური თეთრეულის აღრიცხვა და სამრეცხაოში გაგზავნა, სუფთა თეთრეულის მიღება, დათვლა და დასაწყობება;
** სააბაზანოების დასუფთავება და ჰიგიენური საშუალებების შევსება;
** საერთო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება;
** ხარვეზების შესახებ ადმინისტრაციისთვის შეტყობინება.

მოთხოვნები:

** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა, პატიოსნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საცხოვრებელი და კვება სასტუმროში;
** სამუშაო ფორმა;
** მეგობრული გუნდი; გამოცდილების არქონის შემთხვევაში ადგილზე სწავლება.

როგორ გამოგვიგზავნოთ განაცხადი:

CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: hoteldeka@gmail.com, სათაურში მიუთითეთ "დიასახლისი".

CV-ის არქონის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე: 598 42 41 45

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი 2026

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე