|
დასახელება:
გიდი
|
| მომწოდებელი:
ჯუნი ტურსი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"ჯუნი ტურსი" ისრაელიდან შემოსული ტურისტების მიღებასა და მომსახურებაზე სპეციალიზებული კომპანიაა. ვეძებთ გიდს, რომელიც ჩვენს თბილისის გუნდს შეუერთდება და სტუმრებთან უშუალო მუშაობას იკისრებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების ტრანსფერი აეროპორტიდან, სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებს შორის
** ტურების გაძღოლა და სტუმრებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება
** ტურებისა და დამატებითი ტურისტული მომსახურებების გაყიდვა
** ვიზიტის განმავლობაში სტუმრების მხარდაჭერა და წარმოქმნილი საკითხების ოპერატიულად გადაჭრა
** გუნდთან კოორდინაცია გრაფიკისა და ლოგისტიკის საკითხებზე
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** ებრაული ან არაბული ენის ცოდნა (დამატებითი უპირატესობაა)
** კომუნიკაციის მაღალი უნარი და გაყიდვებისადმი ინტერესი
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** გუნდში მუშაობის უნარი
პირობები:
** ანაზღაურება: 700 აშშ დოლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
** დინამიური გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** ადგილმდებარეობა: თბილისი
როგორ მოგვმართოთ
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: l.sepherteladze@othniel.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია გიდის პოზიციაზე თბილისში".
|
|
|
|