Робота для біженців з України
ხელსახოცების დანადგარის ოპერატორი - ნატახტარი - მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელსახოცების დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას ხელსახოცების დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ნატახტარი - მისაქციელი, ბარამბოს ქარხანასთან.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 1200 - 2500 ლარი

კომპანიის შესახებ:

"მარგიო" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების მუშაობის პროცესის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში დანადგარის გასწორება (შესწავლა მოხდება ადგილზე)

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირებას თბილისიდან და ნატახტრის მიმდებარე ტერიტორიებიდან სამუშაო ადგილზე და უკან დაბრუნებას
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: margiotrade@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 88 02 35 / 551 22 55 88.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე