ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სანმედი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კლინიკა "სანმედი" აცხადებს ვაკანსიას კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტებისთვის!

თუ გსურთ იმუშაოთ მხარდამჭერ, პროფესიონალურ გარემოში და შეიტანოთ რეალური წვლილი ბავშვების განვითარებასა და დამოუკიდებლობაში, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვაკანტური პოზიციები:

** ფიზიკური თერაპევტი
** ქცევითი თერაპევტი (ABA თერაპევტი)
** მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი)
** აკადემიური უნარების სპეციალისტი
** ფსიქოლოგი

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და უნარების შეფასება.
** ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება.
** ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიული სესიების ჩატარება.
** პროგრესის დოკუმენტირება, რეგულარული მონიტორინგი და პროგრამის კორექტირება.
** მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კონსულტირება და უკუკავშირის მიწოდება.
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მიმართულების უმაღლესი განათლება (ფიზიოთერაპია,
** ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, ლოგოპედია ან მომიჯნავე სფერო).
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება
** უპირატესობად).
** სპეციალიზებული ტრენინგებისა და სერტიფიკატების ფლობა.
** ბავშვებთან მუშაობის სიყვარული, ემპათია და მაღალი
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** მულტიდისციპლინურ გუნდში გამოცდილების გაზიარებისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).

ადგილმდებარეობა: ვარკეთილი
sanmediclinic@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე