სადისტრიბუციო კომპანია "პირამიდა 2022" სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით ის აწარმოებს ქართული ბრენდის საბავშვო სათამაშოებს, როგორებიც არის პირამიდა, კოშკი, ბუს კვერცხი, ქექე, შაპიტო, ლავ-ლავი, აცხადებს ვაკანსიას ბორტ-პრისელერის პოზიციაზე.
მდებარეობა: გორი
ძირითადი მოვალეობები:
** მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო წერტილებთან;
** შეკვეთების გაფორმება სავაჭრო წერტილებში;
** სწორი კომუნიკაცია სავაჭრო წერტილების წარმომადგენლებთან;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგი, პროდუქციის სათანადოდ განლაგების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება.
უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილსინდისიერება;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა;
** მიზანდასახულობა;
** მიკრო ავტობუსის (Ford transit standart) მართვის გამოცდილება
მოთხოვნები:
** უძრავი ქონების უზრუნველყოფაში ჩადება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).
ჩვენ გთავაზობთ:
** ოფიციალურ დასაქმებას;
** სასიამოვნო გარემოს, მობილური კავშირისა და საწვავის ანაზღაურებას;
** ანაზღაურება 1400-3000 ლარის ოდენობით (ბონუსის ჩათვლით, გეგმის და პრიორიტეტების შესრულების შესაბამისად).
გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: 2022piramida@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების აგენტი (ბორტ-პრისეილერი).
გისურვებთ წარმატებას!
|