ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი "Gl School" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სწავლების მოტივაცია და სურვილი;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მეგობრულობა და საქმის მიმართ ერთგულება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მოტივირებულობა მუდმივად ზრუნავდე საკუთარი კვალიფიკაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაზე.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს და აქვთ საგანმანათლებლო სტრუქტურაში მოსწავლეთა ჯგუფებთან გაკვეთილების ჩატარების მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, კომფორტულ და მეგობრულ გარემოსა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: geocentreslanguageschool@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ: თბილისი, ინგლისური ენის მასწავლებელი ან ბათუმი, ინგლისური ენის მასწავლებელი.
CV-ების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს და დავგეგმავთ მათთან გასაუბრებას.
გისურვებთ წარმატებებს!
|