ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Tiffany Bar & Terrace
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
"Tiffany Bar & Terrace" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე!

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სარესტორნო მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** გუნდის მართვისა და თანამშრომლების კოორდინაციის უნარი;
** სასურველია ახალი კოქტეილების და სასმელების შექმნაში მონაწილეობის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
** სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი მომსახურების კულტურა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი: 1500-1600 ლარი ხელზე + ბონუსი;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** კვებით სრულად უზრუნველყოფას;
** საღამოს საათებში სახლამდე ტრანსპორტირებას;

სამუშაო გრაფიკი: 15-16 მორიგეობა თვეში, 12:00 საათიდან 00:00-მდე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV hr@riverside.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე