ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
კორპორატიული იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული იურისტი
მომწოდებელი: scapp
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კონტრაქტორებთან კოორდინაცია;
** ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება;
** საგადასახადო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** კვარტლური, წლიური და ერთჯერადი სამართლებრივი ანგარიშების მომზადება;
** კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, რეგისტრაციები, ცვლილებების შეტანა) მომზადება და მართვა;
** კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში საჭიროების მიხედვით;
** არსებული ხელშეკრულებების არქივაცია, აღრიცხვა და მართვა;
** საჭიროებიდან გამომდინარე, იურიდიული მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სამაგისტრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული/სამართლებრივი მიმართულებით;
** ხელშეკრულებების სამართლის, შრომითი სამართლისა და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი.

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/HJjz0 ან/და ატვირთოთ რეზიუმე (CV)

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე