Робота для біженців з України
მოლარე-ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ბარისტა
მომწოდებელი: გურმე
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
კომპანია "გურმე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იზრუნებს სტუმრების ხარისხიან მომსახურებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და თავაზიანი მომსახურება;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება;
** ყავისა და სხვა სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტებით;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის დაცვა;
** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** თბილ, მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია:

** მისამართი: თბილისი, საბურთალო, კარტოზიას ქ. 10
** ტელეფონი: +995 598 45 19 30

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებულ ნომერზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე