Робота для біженців з України
IT ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ტექნიკოსი
მომწოდებელი: დიშოპი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
კომპანია "დიშოპი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის პოზიციაზე

ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის და მათი ნაწილები გაყიდვა/შესყიდვა (მაგ: ლეპტოპი, ვიდეობაარათი, ოპერატიული, დედაბარათი და ა.შ)
** ოპერაციული სისტემების (Windows / macOS / Linux) ინსტალაცია, განახლება და კონფიგურაცია.
** საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის (Office, ანტივირუსი და სხვა) ინსტალაცია და გამართვა.
** შიდა ლოკალური ქსელისა (LAN / Wi-Fi) და ინტერნეტთან კავშირის მოწყობა, გამართვა და ხარვეზების აღმოფხვრა.
** დედაპლატების დიაგნოსტიკა, ელექტრული სქემების კითხვა და აღდგენა.
** დედაპლატების შეკეთება.
** ეკრანების შეცვლა.
** კლავიატურის შეცვლა.
** ელემენტის შეცვლა.
** მიკროსკოპთან და საჩარჩილავ სადგურთან მუშაობა.
** BGA ჩიპების, მიკროსქემების, კონექტორებისა და წვრილი ელემენტების შეცვლა/აღდგენა.
** ლეპტოპების ეკრანების, ელემენტების და სხვა ნაწილების პროფესიონალური შეცვლა.
** ფიზიკურად დაზიანებული მოწყობილობების აღდგენითი სამუშაოები.
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და ტესტირება.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი სიზუსტე, დაკვირვებულობა და ყურადღება საქმის მიმართ.
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** ახალი მოდელებისა და ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სიმონ ჩიქოვანის 49
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: dshopgeorgia@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 42 62 99
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე