Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი - ზუგდიდი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ზუგდიდში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი, ქ. ფოთი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
დასვენება: შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი 200 ლარი + საწვავი + მანქანის ცვეთის თანხა 150 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლანoგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.

თანამშრომლის ბენეფიტები

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის პროდუქციაზე სპეციალური შიდა ფასდაკლება;
** თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგის სივრცე;
** პროფესიული განვითარების და ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** შიდა სწავლებისა და განვითარების პროგრამები;
** კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა;
** თანამშრომელთა წახალისებისა და ბონუსის პროგრამები.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@bms.ge.

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

ტელ.: 595 089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე