Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტექნოლაინი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
შპს "სერვის ცენტრი ტექნოლაინი" მობილური ტელეფონების და ციფრული ტექნიკის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე:

(სპეციალიზაცია: რობოტი მტვერსასრუტების დიაგნოსტიკა და შეკეთება)

ძირითადი მოვალეობები:

** რობოტი მტვერსასრუტების დიაგნოსტიკა, დაზიანების მიზეზის დადგენა და შეკეთება;
** ძრავის, ფილტრების, ბატარეის, ელექტრონული და მექანიკური კვანძების/ნაწილების შეცვლა, აღდგენა და რეგულირება;
** შეკეთებული მტვერსასრუტების ტესტირება და ხარისხის შემოწმება ჩაბარებამდე;
** ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
** კომპანიაში დადგენილი მომსახურებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ელექტროობისა და მექანიკური პრინციპების კარგი ცოდნა, მტვერსასრუტების აგებულების გაცნობა.
** შესაბამის ხელსაწყოებთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება:

** გამომუშავებით (გარანტირებული მინიმუმი 1500 ლარი + ბონუსი გამომუშავების მიხედვით)
** ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე:
vacancy@technoline.ge და მეილის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რაზეც აგზავნით განაცხადს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მის:თბილისი, სულხან ცინცაძის 58
ტელ: 0322 30 40 80
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე