კომპანია შპს "ემერენ გრუპი", კომპანია აწარმოებს ხარისხიან ხილ-ბოსტნის ნაწარმის შეფუთვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, კომპანიას ასევე აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი რომელიც პროდუქტს ანაწილებს საქართველოს მასშტაბით
მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.
მისამართი - ქ. რუსთავი
ანაზღაურება - შეთანხმებით
სამუშაო განრიგი - შეთანხმებით
ძირითადი ფუნქციები:
** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ავტომობილში ჩატვირთვა და უსაფრთხოდ განთავსების უზრუნველყოფა;
** ჩატვირთული ტვირთის განაწილება სავაჭრო ობიექტებში მარშრუტის შესაბამისად;
** კონკრეტული სავაჭრო ობიექტისთვის განკუთვნილი პროდუქციის გადმოტვირთვა და მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსება დაუზიანებლად და ზუსტი რაოდენობით;
** სავაჭრო ქსელიდან, წინასწარ დაანონსებული ინვენტარისა და უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ზუსტი და უდანაკარგო ტრანსპორტირება;
** ავტომობილის ზედაპირული ტექნიკური დათვალიერება, დაზიანებების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ტრანსპორტირება და მიწოდება: უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ და უსაფრთხო მიწოდებას მაღაზიებში, ან გასაღების წერტილებში.
ძირითადი მოთხოვნები:
** B1 - კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|