ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
მრავალპროფილურ საწარმო "მეგობრობას" ესაჭიროება ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი 12ბ.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო ზედამხედველობის სფეროში;
** სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** სასურველია მეტალო-პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქციების და სპეციფიკების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტებზე კომპანია მეგობრობის მიერ შესრულებული სამუშაოების გამართულობის და ხარისხის შემოწმება/კონტროლი;
** მუშაობის პროცესში ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
** დეფექტების და პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის რეკომენდაციების გაცემა;
** ხარისხის ანგარიშგებების შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ყოველდღიური რეპორტების წარმოება;

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ვაკანსიის ლინკი: https://megobrobahr.bitrix24.site/crm_form_exg2s/?telemetry_sign=v1%3A181%3Adirect_link.72a3573411f724722b387e29c7b4e7e25cf54f3399a1efa63a6b0662457434e5
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე