Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰავი ლოჯისტიკს
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
ლოჯისტიკურ კომპანიაში ვეძებთ საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვას და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება.
** პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
** საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის.
** მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება.
** მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი.
** მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში.

მოთხოვნები:

** საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
** ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 3000-4000 ლარი (ხელზე ასაღები).
** წლიურ ბონუსს.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** კვების თანხას.
** სატელეფონო ლიმიტს.

სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: qqoreulashvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე