ჩვენ ვაკავშირებთ პროფესიონალებს
და დამსაქმებლებს 1998 წლიდან
Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Gamers.ge
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
Gamers • გეიმერს ეძებს გაყიდვების კონსულტანტს.

გაინტერესებს კომპიუტერები, გეიმინგი და ტექნიკა? შეგიძლია მომხმარებელს მოუსმინო, პროდუქტი გასაგებად აუხსნა და შესაფერისი ვარიანტი შეურჩიო? მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია მაღაზიაში, ტელეფონითა და ონლაინ მიმოწერით
** კომპიუტერების, ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების შერჩევაში დახმარება საჭიროებისა და ბიუჯეტის მიხედვით
** მარაგისა და ფასების გადამოწმება, შეკვეთების მომზადება და გაყიდვების აღრიცხვა
** განცხადებების დამატება და განახლება gamers.ge-სა და MyMarket-ზე
** პროდუქციის დალაგება და დავალებების დროულად შესრულება

რას ველით შენგან:

** კომპიუტერის ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების საბაზისო ცოდნას
** მომხმარებელთან თავაზიან და გასაგებ ურთიერთობას
** კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობასა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძებნას
** პუნქტუალურობას, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას

უპირატესობაა ტექნიკის გაყიდვის გამოცდილება და რუსული ენის ცოდნა.

ხელფასი: 1 200 ლარიდან
გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ

დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილებისა და უნარების შესახებ: info@gamers.ge
წერილის სათაურში მიუთითე: "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე