Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: Global Assist
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"Global Assist" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გაყიდვების წარმომადგენლის თანამდებობაზე.

გთავაზობთ იდეალურ სამუშაო გარემოს და მაღალ ანაზღაურებას, სადაც აუცილებელია გქონდეთ ინგლისურენოვან მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება

** ხელფასი: 2400-3000 ლარი (გამოცდილების მიხედვით), პლუს მაღალი საბონუსე სისტემა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10.30-19:00
** კანდიდატები გაივლიან ერთ კვირიან ტრენინგებს

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet)
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების დამაჯერებელი პრეზენტაცია
** გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** კარგი პრეზენტაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** სირთულეების დაძლევის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** საქმეზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: hrglobalassist@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე